მუშტი მომიქნია, სილა გამარტყა, მემუქრებოდა, არ გაცოცხლებო - აჩიკო მეფარიძეს მოსყიდვაშიც ადანაშაულებენ
მომღერალ, აჩიკო მეფარიძის მიერ დაზარალებული ქალი, ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მეფარიძე მის მოსყიდვას ცდილობდა შუამავლების მეშვეობით.
დაზარალებული აცხადებს, რომ სარჩელის გამოტანას არ აპირებს.
მათ შორის ინციდენტი თბილისში, 2022 წლის აპრილში მოხდა. ინციდენტის შემდეგ მეფარიძე ავტომობილით ქალს დაეწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"მომეპარა არაკაცურად, დამესხა თავს, მუშტი მომიქნია, სილა გამარტყა, მემუქრებოდა - დაგამახინჯებ, არ გაცოცხლებო. ფოტომასალა არსებობს, სადაც მაქვს დალურჯებული სახე და ხუთი თითი მეტყობოდა. მიხსენებდა ვითომ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ, ჩემი მოსყიდვა, ჩემი თავმოყვარეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - აცხადებს დაზარალებული.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა მეფარიძემაც.
"9 თვე გავიდა ხომ იმ ინციდენტის მერე, იმ ინციდენტის დროს, მე თურმე ვემუქრებოდი. ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ეს არის პროვოკაცია, ვერ გეტყვით, რა ამოძრავებს ამ ქალბატონს, არ ვიცი, მიზეზი რა არის, მაგრამ არის პროვოკაცია, რომლის ინიციატორი თვითონ არის“, - აღნიშნა მომღერალმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში, ხვალ, 12 იანვარს, მომხდარზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნება.
წყარო - "ტვ პირველი"