თეგებით ძიება

"ვაშლოვანის ქუჩაზე სანთლებით და ყვავილებით..." - მეგობრები ლიზა ქისტაურთან გამოსამშვიდობებლად იკრიბებიან

ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ლიზა ქისტაური ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში 11 დეკემბერს დაკრძალეს.

მისი მეგობრები თბილისში, 21:00 საათზე შეიკრიბებიან და ამით გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

"რამდენიმე დღის წინ, ბელგიაში გარდაიცვალა ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ხელოვანი, ბლოგერი, ლიზა ქისტაური. დაგვაკლდა თემის კიდევ ერთი წევრი, რომელიც მუდამ გვემახსოვრება.

11 იანვარს, ოთხშაბათს, შევიკრიბებით ვაშლოვანის ქუჩაზე სანთლებით და ყვავილებით და ერთად გამოვემშვიდობებოთ ნიჭიერ, მხიარულ, გამორჩეული იუმორის მქონე, სიცოცხლის მოყვარულ ლიზას.

გელით ოთხშაბათს, 21:00 საათზე, ვაშლოვანის ქუჩაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა