შესაძლოა, ადამიანების სხეული მთლიანად ბალნით დაფაროს? - მეცნიერები ახალ დეტალებს ასაჯაროვებენ
ადამიანებში ჯერ კიდევ არის გენები, რომლებიც მთლიანი სხეულის ბალნით დაფარვისთვის არის საჭირო.
როგორც ვიცით, ბეწვი ძუძუმწოვრებისთვის განმსაზღვრელი მახასიათებელია. თუმცა, გვხვდება რამდენიმე უბალნო ძუძუმწოვარიც, მათ შორის, დელფინები, შიშველი თხუნელები, სპილოები და რა თქმა უნდა, ადამიანები.
ჩვენს წინაპრებს ძალიან ბევრი ბეწვი ჰქონდათ. შედარებით ნაკლებთმიანი ძუძუმწოვრების ახალი კვლევის მიხედვით, ჯერ კიდევ შემორჩენილი გვაქვს საშუალება, რომ ბალნიანები ვიყოთ. როგორც ჩანს, ეს გენები ჩვენში უბრალოდ გამორთულია.
62 სხვადასხვა ძუძუმწოვრის 20 000 მაკოდირებელი და 350 000 მარეგულირებელი გენის შესწავლისას, პიტსბურგის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა ამანდა კოვალშიკმა და მისმა ჯგუფმა ამ საოცარი პარალელური ცვლილების გამომწვევი მექანიზმი აღმოაჩინა.
ერთმანეთთან დაუკავშირებელ ხაზებში ამ თვისებების ხელახლა გამოჩენას კონვერგენციული ევოლუციას წოდება. უთმობის შემთხვევაში, ის დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა სულ მცირე ცხრა სხვადასხვა დროს ძუძუმწოვრების ოჯახური ხის სხვადასხვა შტოებში.
სელექციის ზეწოლა თმის არქონაზე ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ის სახეობები, რომლებმაც ბალანი დაკარგეს. სპილოებისთვის ეს სითბოს სწრაფად გაცემის მიზნით მოხდა; ზღვის ძუძუმწოვრების შემთხვევაში, რაც უფრო სრიალა ხარ, მით უფრო ნაკლებ წინაღობას აწყდები წყალში მოძრაობისას; და ჩვენი, ადამიანების შემთხვევაში, წვლილი სავარაუდოდ მრავალმა ზეწოლამ შეიტანა, მათ შორის თერმორეგულაციამ და პარაზიტების შემცირებამ.