თეგებით ძიება
21. 01. 2023 News-ები

ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები ციფრულ ეპოქაში

ორგანიზაციის ტრანსფორმაცია მისი ლიდერების გარდაქმნით იწყება. ლიდერებმა, რომლებიც აპირებენ თავიანთი კომპანიების სახეცვლილებას, რათა სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში კონკურენციის გაწევა შეძლონ, თავიანთი ორგანიზაციების ციფრულ ტრანსფორმირებამდე ჯერ საკუთარი თავი უნდა გარდაქმნან.

ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, 90-ზე მეტ ქვეყანაში გამოკითხული 1500 ადმინისტრაციული პირიდან 71%-მა თქვა, რომ ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება კრეატიულობა, ინტერესი და გაურკვეველ, რთულ სიტუაციასთან ადაპტაციის უნარია. გამოკითხულთა მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეთ ციფრული ეპოქის შესაბამისი სწორი აზროვნების უნარი. ისინი კი, ვინც უფრო ახლოს არიან ციფრულ ფუნქციებთან (ტექნოლოგიებთან), უფრო დარწმუნებულნი არიან საკუთარ
შესაძლებლობებში, მაგრამ ნაკლებად ერკვევიან თავიანთი კოლეგების სხვა ფუნქციურ სფეროებში.

ახალი ტექნოლოგიების უწყვეტად სწრაფი განვითარების ტემპის გათვალისწინებით, ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი პროცესი; ტექნოლოგიური ცვლილებების სიჩქარე და სირთულე მოითხოვს, რომ ციფრული ტრანსფორმაციები უფრო განმეორებადი იყოს, ვიდრე კორპორატიული ცვლილების სხვა ფორმები.

ლიდერებმა ცვლილებების კატალიზება უნდა მოახდინონ. ერთ-ერთი პერფექციონისტი ექსპერტის მტკიცებით, ლიდერები "დაბრმავდებიან", თუ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ წარსულ გამოცდილებას დაეყრდნობიან. ისინი უნდა მიეჩვიონ თავიანთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების (როგორც სამუშაო ჰიპოთეზების) აღქმას. ლიდერებს მაინც სჭირდებათ ჰოლისტიკური აზროვნება და მოულოდნელობისთვის მზადყოფნა. მათ უნდა ისწავლონ „საკუთარი წარმოსახვისა და კრეატიულობის“ გაფართოვება, რათა წარმოიდგინონ, როგორი შეიძლება იყოს კომპანიის მომავალი, განჭვრიტონ შესაძლო სცენარები და მოემზადონ მორიგი ადაპტაციისთვის.

ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია იფიქრონ და იმოქმედონ გარე პერსპექტივით და („კონტექსტური ინტელექტით“) შეიმუშაონ „360-გრადუსიანი ხედვა“ თავიანთ ორგანიზაციებში არსებულ დინამიკაზე.
https://hbswk.hbs.edu/item/six-unexpected-traits-leaders-need-in-the-digital-era


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა