თეგებით ძიება

ცუდად ექცეოდა სააკაშვილი ექთანს? - მედდა დუმილს არღვევს

კლინიკა „ვივამედის“ მედდამ, ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და უჭირს ჩაცმა.

მისივე თქმით, არასდროს შესწრებია ფაქტს, რომ ექსპრეზიდენტს მედპერსონალისთვის საგნები ესროლოს.

„ჩემს მიმართ აგრესია არ ჰქონია. დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დღითიდღე სუსტდება, იმიტომ, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას ვერ გეტყვით. ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს გული მტკივა. იყო დრო, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს.

არის რაღაც მედიკამენტი, რომელზეც მეუბნებოდა, რომ მსხვილია და ვერ ვსვამო - ვერ თუ არ სვამდა, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. სხვა პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო კვირას, როცა მას სჭირდება ხელოვნური კვება ანუ იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია და რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა