თეგებით ძიება
01. 02. 2023 მსოფლიო

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება ომის მიმდინარეობას არ შეცვლის - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება ომის მიმდინარეობას არ შეცვლის.

"დიახ, ეს არის პირდაპირი გზა დაძაბულობის ესკალაციისკენ, ესკალაციის დონის გაზრდისკენ, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს ჩვენგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ეს არ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. 

რუსეთისთვის ახლა მთავარი მიზანია გააგრძელოს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და რაც მთავარია, შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც დასახული იყო სახელმწიფოს მეთაურის მიერ“, - განაცხადა პესკოვმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა