თეგებით ძიება

რა თქმა უნდა, ის ავადაა, ავად რომ არ იყოს, საავადმყოფოშიც არ იქნებოდა... - გელა ნიკოლაიშვილი

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ად­ვო­კატ­მა, გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა ექსპრეზიდენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისაუბრა და გა­ნა­ცხა­და, რომ ექსპრეზიდენტი მართლაც ცუდად გამოიყურება, თუმცა მისი მკურნალობა საქართველოშიც შესაძლებელია.

17:24 / 01-02-2023

"რა თქმა უნდა, ის ავადაა, ავად რომ არ იყოს, საავადმყოფოშიც არ იქნებოდა... ვიზუალურად  არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა" - პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი

გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი - მიგ­ვაჩ­ნია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლია, მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია - არ ვე­თან­ხმე­ბით, რომ ქარ­თულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, ის ხომ არ არის ცი­ხე­ში?! რა თქმა უნდა, ის ავა­დაა, ავად რომ არ იყოს, სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც არ იქ­ნე­ბო­და. ვი­ზუ­ა­ლუ­რად, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს მისი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახ­ვა, - ამის შე­სა­ხებ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ისი­ნი არ ეთან­ხმე­ბი­ან გან­ცხა­დე­ბებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ჭამს თუ არ ჭამს, ეს არას­დროს გვი­კი­თხავს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ იმ კა­ლო­რი­ებს არ იღებს, რაც უნდა მი­ი­ღოს. რაც შე­ე­ხე­ბა მის ვი­ზუ­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ყვე­ლამ ვნა­ხეთ და ექთან­საც ჰკი­თხეს, შეყ­ვა­ნი­დან დღემ­დე შე­იც­ვა­ლა თუ არაო, რა თქმა უნდა, შე­იც­ვა­ლა, რა თქმა უნდა, ის ავა­დაა, ავად რომ არ იყოს, სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც არ იქ­ნე­ბო­და. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­სო, რომ მე­კი­თხე­ბით, ეს კი­თხვა ჩემ­თან არ არის, ეს ექი­მებს უნდა ჰკი­თხოთ. ვი­ზუ­ა­ლუ­რად, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ასე ვი­ტყო­დი რბი­ლად და არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს მისი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახ­ვა, ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო მაქ­სი­მა­ლუ­რად ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და ერთ-ერთი ზომა ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნაა, რისი წი­ნა­აღ­მდე­გიც არის, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ამის მო­ტი­ვე­ბიც აქვს, რა­ღაც ში­შე­ბი აქვს, მაგ­რამ ექიმ­მა, რო­მე­ლიც დღეს და­ი­კი­თხა, თქვა, რომ მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი, რაც ექი­მე­ბის თქმით, მის წო­ნა­ში კლე­ბას შე­ა­ჩე­რებს. ბა­ტონ თენ­გიზ წუ­ლა­ძეს და­ვუს­ვი კი­თხვა, რო­მელ­მაც თქვა, ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რომ აქვს, მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, მაგ­რამ ადაპ­ტა­ცი­უ­რი შე­უ­გუ­ებ­ლო­ბის გამო ვერ ეგუ­ე­ბა გა­რე­მოს. თუ პა­ტი­მა­რი გა­რე­მოს ვერ ეგუ­ე­ბა და ამის გამო უა­რეს­დე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ამის გამო უნდა იყოს ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, ეს პრე­ცე­დენ­ტი არ ყო­ფი­ლა, თუ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ეს სტან­დარ­ტი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პა­ტიმ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც ავა­დაა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მხო­ლოდ იმის გამო, რომ ადაპ­ტა­ცია არ შე­უძ­ლია. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლი არის, მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ყოფ­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, ის ხომ არ არის ცი­ხე­ში", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა