თეგებით ძიება

ვინ არის რუსების მხარეს მებრძოლი ქართველი, რომელიც უკრაინაში მოკლეს?

რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთს მხარეს მოხალისედ მებრძოლი 49 წლის, რამინ ბახტაძე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" GAL TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც დაღუპულის მამა არნოლდ ბახტაძე ესაუბრა.

გარდავლილი აფხაზეთიდან, კერძოდ გალის სოფელ პირველი ოტობაიადან იყო.

ჯარისკაცის მამის თქმით, მისი შვილი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. იგი ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მეგობრებთან ერთად წავიდა და 31 დეკემბერს, უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშისას დაიღუპა. ის ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა