თეგებით ძიება
16. 02. 2023 მსოფლიო

ვეცდებით, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოახლოვდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ეცდება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოაახლოოს.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი. კერძოდ, ამის შესახებ ვისაუბრეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. არსებობს აუცილებელი ლიდერობა და ნება იმისთვის, რომ უკვე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. უკრაინა ამაში პარტნიორების მხარდაჭერას გრძნობს და მადლობელი ვარ ამისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა