"9 წლის, ციცქნა გოგო ანო ხელნაკეთ ნივთებს ქუჩაში ყიდის, რომ სოციალურად დაუცველ დედას დაეხმაროს" - ემოციური ისტორია, რომელიც აგატირებთ
ჯგუფში „შენთან ვარ“-ს მომხმარებელი, ლიკა ქანთარია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 9 წლის არასრულწლოვანი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით დედას ეხმარება.
„მინდა ერთი ძალიან მაგარი გოგო გაგაცნოთ! ეს არის 9 წლის ანო, რომელიც თავის გაკეთებულ ნივთებს ყიდის.
მას სხვა დედმამიშვილიც ჰყავს რომლებიც დედასთან ერთად ქირით ცხოვრობენ. სოციალურად დაუცველები არიან. ანოს დედამ დეკემბერში დაკარგა სამსახური, რადგან მისმა პატარა შვილმა მოიტეხა ფეხი და მოუწია სახლში შვილთან ყოფნა.
სულ ახლახან გავიდა სამსახურში, სადაც კვირაში 3 დღე მუშაობს. ანოს დედიკო ძალადობის მსხვერპლია და თავშესაფარშიც ცხოვრობდა ერთი პერიოდი.
მათი სოციალურის ფული ქირაში და კომუნალურებში მიდის. ხელფასით კი ცდილობს რომ სამი შვილი გამოკვებოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ უსაყვარლესმა ციცქნა გოგომ გადაწყვიტა გაეკეთებინა ხელნაკეთი ნივთები და გაეყიდა, ამით ამოდგომოდა დედას გვერდით.
თავიდან მხოლოდ გლდანის პარკში ყიდდა, ახლა კი რუსთაველის მეტროსთანაცაა ხოლმე დედასთან ერთად.
ძალიან ბევრი კრიტიკა, ლანძღვა და ქება მიიღო დედამ ამ ყველაფრის გამო.
მე კი ვფიქრობ რომ ანო ყველაზე კარგი, გაბედული და მაგარი შვილია ! მისით ვამაყობ! მინდა რომ მათ გვერდით დავუდგეთ.
ასევე თუ ვინმე მის ხელნაკეთ ნივთებს შეიძენთ მას ძალიან გაახარებთ და მოტივაციასაც მისცემთ“, - წერს ლიკა ქანთარია.
წყარო: "პრაიმ ტაიმი".