თეგებით ძიება

„2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა“ - ზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა.

მისივე თქმით, ამერიკელებმა ევროპა და რუსეთი ერთმანეთს პირველად სწორედ 2008 წლის ომით დააშორეს, რამაც ევროპისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია.

„ყველას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი ამერიკელების აგენტია და მათ გარეშე ნაბიჯს ვერც 2008 წელს გადადგამდა. 2008 წლის ომით ამერიკამ დიდი სარგებელი ნახა. მანამდე პუტინს სრულიად სუფთა რეპუტაცია ჰქონდა, არცერთი საგარეო ომი არ ჰქონდა წარმოებული და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპასთან კავშირების გამყარებაზე იყო მთლიანად კონცენტრირებული, რასაც წარმატებით ახერხებდა კიდეც. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2000 წლიდან 2008 წლამდე რუსეთის ეკონომიკა 196 მილიარდიდან 1.7 ტრილიონამდე გაიზარდა, რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე პუტინი კი, ევროპაში მიღებული და პატივსაცემი კაცი გახდა. რუსეთის განვითარება მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც დადებითად აისახა და ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სწორედ 2000-2007 წლებში ჰქონდა. იგივე ეხება ევროპასაც, რომელმაც რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომით უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მიიღო და რომლის ეკონომიკა იმავე, 2000-2007 წლებში უპრეცედენტოდ, ორჯერ გაიზარდა.

ამერიკელებმა ევროპა და რუსეთი ერთმანეთს პირველად სწორედ 2008 წლის ომით დააშორეს, რამაც ევროპისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერება გამოიწვია. პირველად მაშინ დააზიანეს პუტინის იმიჯიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს არაპროვოცირებულს არავინ უწოდებდა. 2008 წელს მკვეთრად დააშორეს რუსეთი საქართველოსაც, რამაც ჩვენს ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მოუტანა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვასა და აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ომმა საქართველოს ეკონომიკა და რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველი უმძიმესად დააზარალა. აქვე ვიტყვი, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველები სწორედ ამერიკელები შეეცდებიან.

ამერიკელებს ამ ყველაფრისთვის გარკვეულწილად ვერც გაამტყუნებ. მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და როგორც უკვე ვთქვი, კაცი კაცისთვის მგელიას პრინციპით მოქმედებენ. მათი გამტყუნება მხოლოდ იმაში შეიძლება, რომ ამ ყველაფერს ისინი ძალიან უხეში ფორმითა და მეთოდებით აკეთებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გაწირვასაც კი არად დაგიდევენ“ - წერს ზაზა შათირიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა