თეგებით ძიება
18. 02. 2023 სპორტი

ტრაგედია ფეხბურთში - კვარა კრისტიან ატსუს დაღუპვას ემოციურად ეხმაურება (ფოტო)

თურქულ საფეხბურთო კლუბ "ჰათაისპორის" განელი შემტევის, 31 წლის კრისტიან ატსუს ტრაგიკულად დაღუპვას საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე თურქეთში, მიწისძვრისას დაღუპული ფეხბურთელის ფოტოს აზიარებს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის განელი სპორტსმენი ნანგრევებში მოჰყვა. მისი ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.

ცნობისთვის, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც 38 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა