ფეხბურთელი, რომელსაც თურქეთში ნანგრევებში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
თურქულ საფეხბურთო კლუბ "ჰათაისპორის" განელი შემტევი, 31 წლის კრისტიან ატსუ, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მისი ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მისი გარადჩენა მოხერხდა, თუმცა ცნობა არასწორი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც 38 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.