თეგებით ძიება
20. 02. 2023 მსოფლიო

ამ კვირაში უნდა ველოდოთ რუსეთის რევანშს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ამ კვირაში შესაძლოა რევანში განახორციელოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ კვირაში მართლაც მოსალოდნელია რუსეთის რევანში. თავდასხმას უნდა ველოდოთ, შესაბამისად, შფოთვაც იმატებს. უკრაინის ზოგიერთი რეგიონი 2014 წლიდან მოყოლებული ასე ცხოვრობს, მაგრამ რუსები ისეთი ძლიერები აღარ არიან, როგორც ერთი წლის წინ. მაშინაც კი, მათ არ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის საკმარისი რესურსი. დღეს ისინი დასუსტებული არიან, ჩვენ კი უფრო გავძლიერდით. ამას გარდა, მათ არ აქვთ ისეთი მოტივაცია, როგორიც ჩვენს ჯარისკაცებს. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ვიბრძვით, ჩვენს სახლებს და ოჯახებს ვიცავთ“, - აცხადებს ზელენსკი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა