თეგებით ძიება
22. 02. 2023 მსოფლიო

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაკავოთ ლუგანსკის რეგიონებში მტრის თავდასხმები - ვოლოდიმირ ზელენსკი

ველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაკავოთ ლუგანსკის რეგიონებში მტრის თავდასხმები, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ მიიღო მოხსენებები ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. 

ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევიკავოთ ლუგანსკის რეგიონებში მტრის თავდასხმები. მუდმივი ინტენსიური თავდასხმები, რომლებსაც რუსეთი არ წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდ ზარალს განიცდის. 

მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა. ამისთვის მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და სერჟანტის, ოფიცრისა და გენერლის, რომლებიც იცავენ შესაბამის წინა ხაზს", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა