სააკაშვილის ოჯახი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილია! მარტო საქართველოში, აქვთ 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში.
შეიძლება, ითქვას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის - ექიმი
„როდესაც სააკაშვილის ოჯახივე ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შეიძლება პოტენციურად ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის კორუმპირებული ოჯახი.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში. სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში, აქვს 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან ან ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საჭმელი. ეს იმსაზე მეტყველებს, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.