თეგებით ძიება

“ქოცებმა ფრიდონ ინჯია გამოაგორეს” – რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია “ევროპელი სოციალისტების” ლიდერის, ფრიდონ ინჯიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო.

“ქოცებმა ფრიდონ ინჯია გამოაგორეს. საქართველომ და ამერიკამ 2007 წლიდან დაიწყო მზადებაო რუსეთზე თავდასხმისთვისო. საქართველოა დამნაშავე რუსეთთან ომშიო. ამიტომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნასო. ქართულმა ოცნებამ აიტაცა, რა საინტერესო ინიციატივააო.

როგორც ჩანს, რუსული კანონები არ არის საკმარისი, ახლა რუსული საგამოძიებო კომისია უნდა დაამატონ საქართველოს გასასამართლებლად.

ამას აკეთებენ ახლა, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხი დგას; როცა მთელი მსოფლიო ისედაც შეთანხმებულია, რომ რუსეთი იყო აგრესორი 2008 წლის ომში და რუსეთია აგრესორი ახლაც უკრაინაში.

კიდევ ერთხელ – ესენი არიან რუსები !” - წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, “ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო და ომის დაწყებით სენატორი ჯონ მაკკეინი პერსონალურად იყო დაინტერესებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა