თეგებით ძიება

„თუ გინდათ ცოლები გაახაროთ, ერთი დღე დააკვირდით რამდენს შრომობენ და დაუფასეთ“ - მამა ლევანი

კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა, ლევან ჯიქური 3 და 8 მარტის დღესასწაულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“არის კითხვები 3 და 8 მარტის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე პასუხის გაცემას ჯობია ერთიანად დავაფიქსირო ჩემი აზრი. მართლმადიდებლებს გეტყვით, 2 მარტს არის თევდორე ტირონის ხსენება, მაქვს ტაძრის დღესასწაული და ეს მარხვა იმდენად მძიმეა რომ, წირვის ჩატარება არ შეიძლება. და კლარა ცეტკინობა შეიძლება კაცო? და მეორე. თუ გინდათ ცოლები გაახაროთ, ერთი დღე გადადეთ ყველაფერი და დააკვირდით რამდენს შრომობენ და დაუფასეთ. არ შეაგინოთ არასდროს. და არ უღალატოთ არ საქმით, არც სიტყვით, არც ფიქრებით და არც ტელეფონით. ერთი დღე გაახარებენ მერე ხან ჟეპავენ, ხან ღალატობენ და ხან რა“, - წერს მამა ლევანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა