"ეს კანონი, დიდ რუსულ კედელს აშენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის" - გიორგი მშვენიერაძე "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროქტზე
იურისტი, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში დღეს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, ქვეყნის რუსეთში დასაბრუნებელ კანონს იღებენ.
"აი, მეტი ცინიზმი რა გინდა ნახო, ჟიული შარტავას დარბაზში ქვეყნის რუსეთში დასაბრუნებელ კანონს იღებენ. ამ კანონით დიდ რუსულ კედელს აშენებენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - წერს იურისტი.
შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი განხილვა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. დაძაბულობაა როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში, სადაც მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც.