თეგებით ძიება

ამბავი, რომელიც თვითმოტივაციისთვის სასარგებლო სავარჯიშოა

ენტონი ბერჯესი [ინგლისელი მწერალი და კომპოზიტორი] ორმოცი წლის იყო, როცა გაიგო, რომ თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მას ერთ წელიწადში მოკლავდა.

ბერჯესი წარსულში არასოდეს ყოფილა პროფესიონალი რომანისტი, მაგრამყოველთვის იცოდა, რომ მას წერის ნიჭი ჰქონდა. ასე რომ, მხოლოდ იმისთვის, რომ ცოლისთვის სიკვდილამდე საავტორო უფლებები მაინც დაეტოვებინა, მან საბეჭდ მანქანაში ქაღალდი ჩადო და პირველი რომანის წერა დაიწყო. ის არც კი იყო დარწმუნებული, რომ მისი ნაშრომი შეიძლებოდა, გამოქვეყნებულიყო.

”1960 წლის იანვარი იყო, - თქვა ბერჯესმა, - დიაგნოზის მიხედვით, ერთ ზამთარს, გაზაფხულსა და ზაფხულს მოვესწრებოდი. იმ წელს, როცა ფოთლებმა ცვენა დაიწყო, მეც უნდა მოვმკვდარიყავი“.

წლის დასრულებამდე ბერჯესმა ხუთი რომანის დაწერა მოახერხა. თუმცა, ბერჯესი არ მომკვდარა. მისმა კიბომ ჯერ რეგრესი განიცადა, შემდეგ კი - საერთოდ გაქრა. მწერალმა ცხოვრების მანძილზე 70-ზე მეტი თხზულება დაწერა, მათ შორის ყველაზე ცნობილი რომანია „საათიანი ფორთოხალი“.

მას შესაძლოა არც ერთი რომანი არ დაეწერა, რომ არა ის სასიკვდილო განაჩენი, რომელიც კიბომ გამოუტანა. უმეტესი ჩვენგანი ენტონი ბერჯესს ჰგავს; ჩვენ ვმალავთ დიდ ნიჭს, რომელიც შიგნიდან ელოდება განსაკუთრებული სიტუაციის გაჩენას.

თვითმოტივაციისთვის სასარგებლო სავარჯიშოა საკუთარ თავს ჰკითხო, რას გააკეთებდი, ენტონი ბერჯესის ადგილას რომ ყოფილიყავი - როდესაც იგებ, რომ ერთ წელიწადში კიბოთი მოკვდები...„რა შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში, როგორ ვიცხოვრებდი, თუ ვიცი, რომ მხოლოდ ერთი წელი ვიცოცხლებ? კონკრეტულად, რა გავაკეთო?“ სიცოცხლის ხანმოკლეობის გათვალისწინება სასარგებლო სავარჯიშოა; ის ხშირად გიქმნით გონებაში გასაოცარ აზრებს, რომლებიც გამოაჩენს თქვენს გამოუყენებელ და ჯერ არგამოვლენილ ნიჭს.

უცნობი ავტორი

https://www.facebook.com/photo?fbid=917745596160715&set=a.1853564214816885


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა