ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - აშშ-ის თავდაცვის მდივანი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოპერატიული და მისი შესაძლო დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ომში ინიციატივა დაიბრუნა.
„ვფიქრობ, ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული“, - განუცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.