თეგებით ძიება

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6009 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7690 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7645 ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1373 ლარს შეადგენს და ასევე გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.1191 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 მარტიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა