თეგებით ძიება

"ასე მუშაობს პირდაპირი დემოკრატია" - გია ხუხაშვილი კანონპროექტის გაწვევაზე

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და წერს, რომ ხალხმა აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი.

"ასე მუშაობს პირდაპირი დემოკრატია: როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა გასულიყო კონსტიტუციის ფარგლებიდან და ამით მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ხალხმა დროებით დაიბრუნა ძალაუფლება, აიძულა ხელისუფალი დაბრუნებულიყო კანონიერების ფარგლებში და აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი“, - წერს ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა