"აქციის დამრბევ პოლიციელებს 1000 ლარიანი პრემია უკვე დაერიცხათ" - რას წერს შალვა ნათელაშვილი?
პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციელებს, რომლებმაც საპროტესტო აქცია დაარბიეს 1000 ლარიანი პრემია დაერიცხათ.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია აქციის დამრბევ პოლიციელებს 1000 ლარიანი პრემია უკვე დაერიცხათ", - წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.