თეგებით ძიება

"პირადად ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა, ვყიდულობ იარაღს და გელოდებით!" - ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ მის ოჯახზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობს.

"ახლა კარგად მომისმინეთ! კრიმინალურ პოლიციას უდევს ჩემი განცხადება!!!!

პირადად ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა!!!!

800 კაცია შემოსული მაიდნის მოსაწყობად!

მე, რომელიც არც პარლამენტარი ვარ და არც მთავრობის წევრი, ვცდილობ დიპლომატიური გზით ვიარო და ავაცილო ნგრევა ჩვენს ქვეყანას, თურმე მე გყავართ ყველაზე ძალიან ყელში გაჩხერილი?

ხომ არ გგონიათ სადმე წავალ?

აგერ ვარ საქართველოში!!

ვყიდულობ იარაღს და გელოდებით!!!!!

თქვენი ფარჩაკი დედაც!

სათითაოდ მოგივლით!", - წერს ლალი მოროშკინა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, საზოგადოების პროტესტის შედეგად, დეპუტატებმა დღეს, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა