თეგებით ძიება

"მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო, იღუპება კანადა "რუსულ კანონს" იღებს, გვიშველეთ!" - რას წერს გოგა ხაინდრავა?

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. 

"კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს! გვიშველეთ!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე. 

ცნობისთვის, კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა