თეგებით ძიება

კანონპროექტის შემუშავება იმ ფონზე, როდესაც არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რას ისახავდა მიზნად?! – დიმიტრი ყიფიანი

ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი?, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩეველმა, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

“სამართლებრივი კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არავითარ ზიანს არ უკავშირდება. მაშინ, მით უმეტეს, მინდა დავსვა რიტორიკული კითხვა:

რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?

თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

თუ ჩვენ ვსაუბრობთ… წინა ისტორია მოგეხსენებათ კანონპროექტის, გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი.

თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით", - განაცხდა ყიფიანმა "იმედის" ეთერში.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა