ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5851 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5898 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0047 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7697 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7641 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1362 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 მარტიდან შევა ძალაში.