ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში ლექცია პოლიციის თანხლებით ჩაატარა (ვიდეო)
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია პოლიციის თანმხლებით ჩაატარა.
"არ არის არანაირი მობილიზება. არანაირად, საპატრულო პოლიცია ყველგან არის სადაც საჭიროდ ჩათვლის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი", - ამბობს პოლიციელი
ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად პირველად მივიდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების'' ე.გ. აგენტების კანონს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რის გამოც უმრავლესობას მოუწია კანონპროექტი ჩაეგდო.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების'' პარტიის თავმჯდომარე წინა კვირას საკუთარ სტუდენტებს დაემალა და უნივერსიტეტში საერთოდ არ მისულა. მას ლექციის გაუქმება სტუდენტების პროტესტის გამო მოუწია.