თეგებით ძიება

კეზერაშვილის ფული არის რეკეტითა და ძარცვით ნაშოვნი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახაბ საუბრის დროს განაცხადა, რომ მას ფული რეკეტითა და ძარცვით აქვს ნაშოვნი.

"რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი, რეკეტითა და ძარცვით ნაშოვნი. როცა მას უწევს ხუთი მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, ეს არის მინიმალური სასჯელი, რაც შეიძლება, მას დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩადენილი აქვს თავის დროზე. რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია. მაშინ, ნებისმიერ დროში, ნებისმიერი ადამიანი თავის ტელევიზიას შექმნის. ეს კაცი სისხლიანი, ნაძარცვი ფულით მოქმედებს და ამას სჭირდება ქართული საზოგადოებისგან სათანადო პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა