ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5762 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5763 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7717 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7564 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1354 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 მარტიდან შევა ძალაში.