თეგებით ძიება

- მთავარი პრობლემა მოხდა 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ტერიტორიებს - ირაკლი ღარიბაშვილი

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოში გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს.

„ქალბატონი თეონა მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა, ხალხს შევახსენო, რომ დოკუმენტი კი არა სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა. ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია არის გავრცელებული, ალბათ ქალბატონი აქუბარდია შეგნებულად არ კითხულობს, არ ეცნობა უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს.

უსაფრთხოების საბჭოს აქვს დამუშავებული, ეს არის დრაფტი დოკუმენტები, მის მიერ ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ომი — აგრეთვე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.

ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში.

ამასთან, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა