შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს? - დავით ნარმანიას განმარტება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს.
„ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის სამი თვით გადავადების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ბაზრის ოპერატორების მოსმენა, რომელიც გაიმართა გასულ კვირას. მოვუსმინეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, კომერციული ბაზრის ოპერატორს, მოვუსმინეთ ბირჟას. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული დავალებების აბსოლუტური უმეტესობა არის შესრულებული, გარდა ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირება და სისტემების სინქრონიზაციისა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მიერ“, – განაცხადა ნარმანიამ.