მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის - რა პროგნოზი აქვს გავლენიან ბრიტანულ გამოცემას?
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Economist წერს, რომ მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის.
გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და ტემპერატურის მატება კი ნათესების გაფუჭებას იწვევს. თუმცა ბრინჯი გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზი დავათადაცაა.
მწვანე რევოლუციის სახელით ცნობილი მესამე სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო და ახალი აგროტექნოლოგიების, მანქანა-იარაღების, მოწყობილობების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების დანერგვის გზით ხორციელდებოდა, ადამიანური გონების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო.
ინდოეთში, მექსიკასა და ფილიპინებში უფრო მაღალმოსავლიანი ხორბლის და, განსაკუთრებით, ბრინჯის ჯიშების ხელშეწყობა ჩინეთს დაეხმარა შიმშილობისგან თავი დაეღწია, ინდოეთს კი საფრთხის არიდების საშუალება მისცა. 1965 წლიდან 1995 წლამდე, მიუხედავად მოსახლეობის ზრდისა, აზიაში ბრინჯის მოსავალი გაორმაგდა და სიღარიბე თითქმის განახევრდა.
აზიის ბრინჯის უზარმაზარი ბაზარი სწორედ ამ ტრიუმფის მემკვიდრეობაა. სახამებლიანი მარცვლეული, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის საკვების მთავარი წყაროა. აზიელები აწარმოებენ ბრინჯის 90%-ზე მეტს და მისგან იღებენ კალორიების მეოთხედზე მეტს. მოსავალზე მოთხოვნა კი სულ უფრო იმატებს აზიისა და აფრიკის მოსახლეობის ზრდის ფონზე. აფრიკა ბრინჯის კიდევ ერთი მსხვილი მომხმარებელია. ერთ-ერთი შეფასებით, 2050 წლისთვის მსოფლიოს თითქმის მესამედით მეტი ბრინჯის წარმოება დასჭირდება, ვიდრე დღეს, თუმცა ამის მიღწევა მეტად რთული ამოცანა ხდება.
წყარო: bm.ge