თეგებით ძიება

მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი წითელ ხაზებს არ გადაკვეთს - ირაკლი კობახიძე

მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მინდა საქართველოში გამოირიცხოს ის, რაც მოხდა 2008 წელს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ვმოქმედებთ ამ პოლიტიკის შესაბამისად. 2008 წელს სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მან დაბომბა მძინარე ცხინვალი და ა.შ. ეს არის მისი დამოკიდებულება. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ დავუშვათ.

სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ ფართო ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით და ამ ფონზე რატომ აკეთებს საპირისპირო განცხადებებს, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. სინამდვილეში, ის საკმაოდ ფართოდ ინფორმირებულია იმ საკითხების შესახებ, რასაც ის კონსპირაციის თეორიას ეძახის. მას აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს განსხვავებული ინტერესები. მე არ დავაკონკრეტებ. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, დღესაც მოვისმინეთ მისი მხრიდან ძალიან ბევრი გაუგებარი განცხადება, თუმცა მე მაინც მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს", - აცხადებს კობახიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა