რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის, ალბათ, წარუმატებელი შეხვედრა იყო - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სიგნალი, რომ რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე, მიუთითებს ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე. საჭირო იყო რაიმე სახის სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის, ხორვატიის, სლოვენიის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ კონფერენციაზე.
ზელენსკის თქმით, იგივე ეხება ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც.
„მე ვფიქრობ, რომ ის უკვე აღარ წყვეტს იმას, რა ტიპის იარაღი განთავსდება მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.