თეგებით ძიება

"მომავალთან ბრძოლა არ მოუგია არავის და ლალი მოროშკინას იდეოლოგია მოიგებს? ან იმ მხარდამჭერების იმედად ხარ, 21 წლის ბიჭის ჩაქოლვას რომ ითხოვს გავეშებული?" - ნათია ჩხეტიანი ხელისუფლებას

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, რომლის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მომავალთან ბრძოლა არავის მოუგია.

"ძვირფასო ხელისუფალო, რამდენი გონებაშეზღუდული, მოსყიდული, ყურებით დაჭერილი, პატიმრით გამოჭერილი, ჩაოხრებული საქმით გამოჭერილი ტროლიც არ უნდა შეასიო პოსტებს, ხომ იცი მაგრად მკიდია ფეხზე. 

თუ იმდენი გონიერება არ გყოფნის, რომ არამარტო ოპოზიციის და საწინააღმდეგო აზრის მქონეთა ზიზღის პოლიტიკა აწარმოო, არამედ უკვე მომავალი თაობის მიმართ ზიზღის პოლიტიკაც გააღვივო, რაც დამღუპველია ნებისმიერი მთავრობისთვის, უკვე დასრულებულხარ და ეგაა. მკვდარი კიდევ მკვდარია, რაც არ უნდა ცოცხალი კედელი აღმართოს. 

მომავალთან ბრძოლა არ მოუგია არავის და ლალი მოროშკინას იდეოლოგია მოიგებს? 

ან იმ მხარდამჭერების იმედად ხარ 21 წლის ბიჭის ჩაქოლვას, რომ ითხოვს გავეშებული?

ვის რა დაუშავა ბოლოსდაბოლოს ასეთი? 

ეგ მხარდამჭერი შენ რას გიზამს, რომ გაგიჭირდეს ამაზე იფიქრო ჯობია, თორემ თავისუფლების იდეის მცველი ყოველთვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგება, რაც გონებაშეზღუდულთათვის რთულად გასაგები ამბავია!!!", - წერს ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა