"ლაზარე უნდა გათავისუფლდეს! მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით. მას გატეხავენ მორალურად" - რას წერს ადვოკატი?
ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი მარტში, თბილისში ჩატარებული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვს.
"ლაზარე ციხიდან უნდა გათავისუფლდეს!
მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით. მას გატეხავენ მორალურად, ფსიქოლოგიურად!
ლაზარე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!
ციხეს მახინჯი სტანდარტები შემორჩა.
დემოკრატიის პირმშოებს დამაკნინებელი ტერნინებით ნათლავს.
ლაზარეს ადგილი იქ არ არის!
გააქტიურდით!
თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ მწუხარე სახის ბიჭს!", - წერს ჩხეტიანი.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.