თეგებით ძიება

"კახი კალაძეს მინდა, მივმართო... გადააზიარეთ" - რა თხოვნით მიმართავს ვანო ნადირაძე თბილისის მერს?

უკრაინმაში მებრძოლი ქართველი მეომარი, ვანო ნადირაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს თხოვნით მიმართავს და ქალაქში დაღუპული მებრძოლებისთვის მემორიალური სკვერის შექმნისკენ მოუწოდებს.

"კახი კალაძეს მინდა მივმართო: მე როგორც ვიცი, კარგ ხნის წინმოგმართეს თხოვნით, რომ თბილისში გახსნილიყო პატრა სკვერი, თავისი მემორიალური დაფით უკრაინაში დაღუპულ გმირების სახელზე. გუშინ, სამწუხაროდ, კიდევ ორი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა. პროცენტულად უცხოელ მეომრებს შორის ყველაზე ბევრი ქართველი დაიღუპა უკრაინაში, სამწუხაროდ..  განა რა გახდა ამ საკითხის გადაწყვეტა და ისეთი ძნელი, რომ ეს გაკეთდეს, თან იმ ქვეყნაში დაღუპული გმირებისთვის, რომელიც პირადად თქვენთვის ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს.

   გაიძახით არ ვართ მერუსეთეებიო, გულზე მჯიღს იკრავთ ნაწყენები, ერთი საქციელით და ქმედებით მაინც დაამტკიცეთ ჩვენი აქ მებრძოლების და დაღუპულების პატივისცემა.

   გამოყავით ადგილი და დანარჩენს უკვე ქართველი ხალხი მიხედავს,

   დიდება ჩვენ დაღუპულ გმირებს და მათი მარადიულ  ხსოვნას!

  გადააზიარეთ, ძალიან გთხოვთ რომ მივიდეს ადრესატის ყურებამდე", - წერს ნადირაძე.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში 43 ქართველი მეომარი დაეცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა