თეგებით ძიება

„შალვა რამიშვილის შვილის წერილი... არის ტკივილი, რომელიც არასოდეს გაყუჩდება“ - ნიკა ჩერქეზიშვილი

პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის შვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. 

ჩერქეზიშვილი წერს, რომ ამ წერილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შალვა რამიშვილს მაგარი შვილი ჰყოლია.

„შალვა რამიშვილის შვილის წერილი...

არის ტკივილი, რომელიც არასოდეს გაყუჩდება. 

ამოთქვამ, არ ამოთქვამ, აზრი არ აქვს. წამიერი შვება და შემდეგ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. 

მეც ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ადამიანების მესმის, ვინც მსგავსი ტკივილის მატარებელია. 

ერთადერთი გადარჩენა იმაშია, თვითონ იყოს მაგარი მამა, ცხოვრებასა და ბედისწერაზე გამარჯვება თუ არსებობს, მხოლოდ აქ. 

მსხვერპლების მიმართ თანადგომა, ვაჟკაცური ნაბიჯია. ეს ცალკე უნდა აღინიშნოს, აუცილებლად.

მე ამ ბიჭის, მისი დედისა და ძმების მიმართ აბსოლუტური პატივისცემით განვეწყვე.

შალვა რამიშვილზე ბევრია სათქმელი, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვეტყოდი, მაგარი შვილი ჰყოლია“, - წერს ჩერქეზიშვილი.

ცნობისთვის, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც შალვა რამიშვილის საქციელი დაგმო. შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა