თეგებით ძიება

სააკაშვილის სიცოცხლე არა პოლიტიკურ და პირად, არამედ ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ და პირად, არამედ ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე მისი სიცოცხლეა დამოკიდებული, მაშინ ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ევროსასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა", - თქვა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა