დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს - კანადის პრემიერ-მინისტრი
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს.
"ეჭვი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა ტრუდომ.
მისი თქმით, კანადა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კომერციულ მხარდაჭერას, მარცვლეულთან და მეგობრებთან მუშაობას, რათა ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, წარმატებული მომავალი განვავითაროთ", - განაცხადა ტრუდომ.