თეგებით ძიება
16. 04. 2023 სპორტი

კვარაცხელია? ეს არ არის ის, რაც მანამდე იყო... ნაკლებად დამანგრეველია - როგორ აფასებს იტალიელი სპეციალისტი ხვიჩას?

ლეგენდალური იტალიელი სპეციალისტი, არიგო საკი  "ნაპოლის" ქართველ გარემარბზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაკლებად დამანგრეველია, ვიდრე ადრე.

"ოსიმენი "ნაპოლისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორც მოძრაობის მხრივ, ასევე დარტყმების მხრივაც.

"ვერონასთან" მატჩში მან კარგი დარტყმა შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა. ის არის ის, ვინც აშინებს მოწინააღმდეგე დაცვას, ის დამანგრეველია.

კვარაცხელია? უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ის, რაც რამდენიმე ხნის წინ იყო. მშვენიერი სიურპრიზი იყო და უნდა მივულოცოთ მათ, ვინც აღმოაჩინა და იყიდა. 

თუმცა, ახლა ის ნაკლებად დამანგრეველია, ვიდრე ადრე: ის დრიბლინგს ყოველთვის ერთი მიმართულებით აკეთებს, იტალიელმა მცველებმა, რომლებმაც ის შეისწავლეს, შესაძლოა იპოვეს მისი თამაშის საწინააღმდეგო ზომების მიღება", - თქვა საკიმ.

წყარო: goal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა