თეგებით ძიება

სასამართლო სისტემა დღეს არის დამოუკიდებელი - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან.

„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ. 2012 წლიდან 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუწერეს. 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი. 2-ჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობები“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ჯერ ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ კი კენჭი უყარონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა