ხვიჩა კვარაცხელია ემოციურ მიმართვას ავცელებს
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის მერე, "ნაპოლის" ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ემოციური მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება", - წერს კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ქართველის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.
წყარო:footballnews.ge