თეგებით ძიება
21. 04. 2023 სპორტი

"განგებ გავასაჯაროვე ეს სტატუსი, იმის იმედით, რომ ეგებ ხვიჩასაც მოხვდეს თვალში და ..." - რას წერს დავით გადელია კვარაზე?

 ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს და აცხადებს, რომ მას საბოდიშო არაფერი აქვს.

როგორც პო

"კვარაცხელიამ დილით ბოდიში მოუხადა ნაპოლის ცენტრალურ ქუჩებს, ხოლო საღამოს- დანარჩენ გარეუბნებს.

ნატოს სამიტზე ღარიბაშვილმა ბოდიში მოიხადა გამაზული პენალტის გამო, ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე. 

ქართველმა ერმა ისტორიული ბოდიში მოიხადა კაცობრიობის წინაშე, გაცუდებული პენალტის გამო.

ჩაიწერეს ბოდიში ოქროს დისკზე და სპეციალური შატლით გააგზავნეს კოსმოსში, რომ "ჩაკრულოს" დისკს დააწიონ და იცოდნენ სხვა ცივილიზაციებმაც!

... განგებ გავასაჯაროვე ეს სტატუსი, იმის იმედით, რომ ეგებ ხვიჩასაც მოხვდეს თვალში და გულიანად გაიცინოს!. კიარგით რა ხალხო! არაფერიც არ მომხდარა განსაკუთრებული! სპორტ მედია ხო არ ჩერდება! ყოველდღე მომდის ვინ რა თქვა ამ პენალტის გამო ცოლ-შვილთან სადილზე, ან კასანომ უზმოზე! ყველაფერი მშვენივრად მიდის. შარშან მარტო ჩვენ ვიცოდით კარგი ფეხბურთელი რომ გვეზრდებოდა და წელს მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე ამოსული ვარსკვლავის სახელი. ამ ერთ წელიწადში გვინდა ყველაფერი მოიგოს!!? ცხოვრებას კი არ ამთავრებს- იწყებს! თავდამსხმელმა პენალტი უნდა დაარტყას აბა რა უნდა ქნას და როცა ურტყამ- უკვე იმ სტანდარტულ აცდენის პროცენტში ზიხარ და არაფერია გასაკვირი! 

მიდი ხვიჩა გენაცვალე- არაფერი გაქვს საბოდიშო!", - წერს გადელია.

ცნობისთვის, "მილანთან" პენალტის გაფუჭების გამო, ხვიჩა კვარაცხელიამ ბოდიში მოიხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა