"ფსევდო ქართველები-ათეისტ-ლიბერასტები ხვიჩას იქედნურად დასცინიან პენალტის გაცუდების გამო და პატრიარქ ილია მეორეს აბრალებენ" - არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი
არქიმანდრიტი, ანთიმოზ ივერიელი სოციალურ ქსელში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამ უკანასკნელის მიმართ გააქტიურებულ კრიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
"Forza ''Napoli'', forza Kvara!
ხვიჩა თავი მაღლა აწიე, ცრემლებს მალე დიდი სიხარული შეცვლის, როდესაც 33 წლის შემდეგ, ''ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონი გახდება. მთელი ნეაპოლი ხვიჩას ამხნევებს, ამ დროს ფსევდო ქართველები-ათეისტ ლიბერასტები იქედნურად დასცინიან პენალტის გაცუდების გამო და პატრიარქ ილია მეორეს აბრალებენ. პენალტი იმ თამაშში ჟირუმაც ''გამაზა'', მეორე დღეს ჰოლანდმა. მახსოვს ერთი თამაშის დროს(ბრაზილია-საფრანგეთი), სამმა ვარსკვლავმა: პლატინიმ, ზიკომ და სოკრატესმა პენალტი ვერ გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელიას ღმერთმა ჯანი და მხნეობა მიცეს!(იქედნეს ნაშობნო მეც განმიკითხეთ რატომ ლოცავო!)", - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანის" წინააღმდეგ დადებული პენალტის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.