თეგებით ძიება
23. 04. 2023 მსოფლიო

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს კანადაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, კანადაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება გადაწყვეტილების მიზეზად კანადაში რუსების დისკრიმინაციის მრავალრიცხოვან შემთხვევებს ასახელებს.

„კანადაში რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციის მრავალი შემთხვევის, მათ შორის ფიზიკური ძალადობის გამო, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ქვეყანაში ტურიზმის, განათლებისა და საქმიანი ურთიერთობების მიზნით მოგზაურობისგან. თუ უკვე კანადაში იმყოფებით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა