თეგებით ძიება

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღეს საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, გიგა გიგაშვილის და ერთ-ერთი კერძო კომპანიის, "მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინის" ექსპერტის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მათი საქმე დანარჩენი 9 ბრალდებულისგან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

მოსამართლემ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღესვე დამტკიცდა გამოსაკითხ მოწმეთა სია და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელსაც შემდგომ ეტაპზე განიხილავენ.

მერიის ყოფილ ჩინოსანს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ექსპერტს დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა