თეგებით ძიება

„საკუთარი ფუფუნებისთვის მილიონები აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ“ - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ხაბეიშვილი წერს, ღარიბაშვილის განცხადებები შეურაცხმყოფელი და ცინიკურია.

„ცინიკური, შეურაცხმყოფელი და რუსი ოლიგარქის, ბერას ნამდვილი სათამაშოს, განცხადება მოისმინა საზოგადოებამ, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მიმართ.

100 მილიონამდე ლარის საწვავს ისხამენ ბიუჯეტის ხარჯზე წელიწადში, 20-30 მილიონ ლარს პიარში ხარჯავენ, 5 მილიონამდე ლარს სარესტორნო მომსახურებაში, ავეჯში, საკუთარი ფუფუნებისთვის დამატებით 10-ობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი და ბავშვებისთვის მედიკამენტი ენანებათ!

ბერას სათამაშო, წლის ბოლოს მოგვიყვება, რომ პენსიონერმა მშობლებმა ასიათასობით ლარი აჩუქეს, თავად, მეუღლეს ხალხის საკუთრებაში არსებული ტყე გადასცა, 400 000 ლარის ღირებულების ორი ავტომობილი ჰყავს და ცხოვრობს განცხრომაში...

ასეთი სამარცხვინო, უთავმოყვარეო და კორუმპირებული, მისი ზოოპარკის წარმომადგენელი, მოგვივლინა რუსმა ოლიგარქმა.

ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ! გავიმარჯვებთ ერთობითა და კონცენტრაციით საერთო მტერზე - რუსულ მთავრობაზე.

არა რუსულ მთავრობას!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ. პრემიერ-მინისტრმა დღეს მათ მოუწოდა, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა